„კრისტინა ალბათ დღესაც დაისვენებს, შემდეგ გვექნება რეპეტიციები“ – კრისტინა აგილერა ბათუმშია

106
SHARE

პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა კონცერტამდე ორი დღით ადრე საქართველოში ჩამოვიდა. აგილერა 40 კაციან ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ბათუმის „ჰილტონში“ დაბინავდა.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბარში „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ განაცხადა, შესაძლოა, პოპდივამ ბათუმი დაათვალიეროს.
„ამერიკიდან ჩამოფრინდა. 16 საათი იყვნენ გზაში, ტექნიკური ჯგუფის უმეტესი ნაწილი ამაღლებულ განწყობაზეა. მათ უკვე მოახერხეს, დაეგემოვნებინათ რამდენიმე ქართული კერძი „ჰილტონში“, ძალიან თავისუფლად არიან.
ბენდის წევრები და მოცეკვავეები ალბათ, ბათუმსაც დაათვალიერებენ, აქვთ ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და ტრადიციების მიმართ. კრისტინა ალბათ დღესაც დაისვენებს, შემდეგ გვექნება რეპეტიციები.
შესაძლოა, კრისტინამაც გაისეირნოს ქალაქში, არ გამოვრიცხავთ, რადგან პროდიუსერმა დაგვიდასტურა რომ დიდი ინტერესია რომ მოხდეს ქალაქში გამოსვლა და ბათუმის გაცნობა“, – აღნიშნა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა.
მისივე თქმით, პოპდივას რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ ჰქონია.
30 ივლისს, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, „ბლექ სი არენას“ მსოფლიო დონის პოპვარსკვლავის კრისტინა აგილერას შოუკონცერტი გახსნის.

FB კომენტარები

კომენტარი