კრისტინა აგილერა სცენაზე წაიქცა (ვიდეო)

90
SHARE

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ქრისტინა აგილერა სანქტ პეტერბურგის ყინულის სასახლეში მაყურებლის წინაშე მუსიკალური პერფორმანსით წარდგა.
კონცერტის მსვლელობისას, მოულოდნელად, მომღერალი სცენაზე დამონტაჟებული კიბიდან გადმოვარდა. მას მოცეკვავეები დაეხმარნენ, წამოაყენეს და აგილერამ სიმღერა შეუმჩნევლად განაგრძო. 
ამ შემთხვევის ამსახველი კადრები სულ მალე რუსულ სოციალურ ქსელ “კონტაქტებში” გავრცელდა. 
“მე ჯერ კიდევ მომწონს სტერეოტიპებისა და საზღვრების დამსხვრევა – “ცუდი გოგოს” იმიჯი, დიდხნიანი პაუზა და რუსეთი”, – განაცხადა მომღერალმა.
კონცერტი პეტერბურგში 21 ივლისს გაიმართა.

FB კომენტარები

კომენტარი