კრევეტების სალათის რეცეპტი რესტორან „ვაინშტეფანისგან“

158
SHARE


ინგრედიენტები:

ვეფხისებრი კრევეტი 120 გრ, კიტრი 100გრ, მწვანე ბულგარული 60 გრ, წითელი ხახვი 20 გრ, შავი ზეთის ხილი 20გრ, ლიმონი 20 გრ, ანანასი 100 გრ, სალათის ფოთოლი 100 გრ, ზეითუნის ზეთი 20 მლ, ლიმონის წვენი 10 მლ, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ანანასი, კიტრი, მწვანე ბულგარული, ზეთის ხილი, დავჭრათ გრძლად, ავურიოთ სალათის ფოთოლი და წითელი ხახვი. შევწვათ გარჩეული კრევეტები . ეს მასა ავურიოთ ერთმანეთში, დავაყაროთ მარილი, პილპილი და გადავიტანოთ თეფშზე . მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.

რესტორანი „ვაინშტეფანი“ – ალ.ყაზბეგის 27

 

FB კომენტარები

კომენტარი