კრეატიული „აჭარული“ – სახის მიმიკებით შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

448
SHARE
კრეატიული „აჭარული“. ჭიათურელმა ნათია ბოღოჩაძემ სახეზე მოცეკვავე დაიხატა და მიმიკებით სოციალური ქსელის მომხმარებლებს ცეკვა „აჭარული“ ორიგინალური ხერხით შესთავაზა.

ნათია ბოღოჩაძე წარმოშობით ჭიათურელია და თბილისში ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. სკოლა ჭიათურაში დაამთავრა და ბავშვობაში ქართული ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა.

„სკოლის პერიოდში, ცეკვაზე დავდიოდი. მუსიკის დროს წარბებს თავისუფლად ვამოძრავებდი. ჩემმა მეგობარმა რამდენიმე ხნის წინ, მსგავსი ვიდეო მაჩვენა. რატომღაც გუშინ მოვინდომე, რომ „აჭარული“ სახის მიმიკებით შემესრულებინა. ჩემმა რძალმა შუბლზე ფაფახი დამიხატა, დანარჩენი კი სახეზე თავად დავიხატე, მერე გადავიღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე. სხვათა შორის, არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. ხალხს მოეწონა და ჩემი ვიდეო ბევრმა გაიზიარა“, – ამბობს ნათია ბოღოჩაძე.


 

FB კომენტარები

კომენტარი