კრასნოდარში ახალგაზრდა მამაკაცმა ხატზე სიგარეტი ჩააქრო და ფოტოსურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

99
SHARE

კრასნოდარის პოლიცია დაინტერესდა რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმ ფოტოსურათით, რომელზეც კრასნოდარის მცხოვრები ახალგაზრდაა გამოსახული. სურათზე ჩანს, რომ ის მიქაელ მთავარანგელოზის ხატზე სიგარეტს აქრობს.
ფოტოსურათი 6 თებერვალს თავად მან, თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინციდენტი წმინდანის სახელობის ტაძარში, “გორიაჩი კლუჩთან” მოხდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი სოციალური გვერდიდან აღნიშნული ფოტოსურათი წაშალა. ამის მიუხედავად, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, მომხდართან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყეს.
ეკატერინოგრადის ეპარქიის წარმომადგენლის განცხადებით, საქმე ხატის ღირებულებაში არ არის – „ის მორწმუნესთვის ძვირფასია. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ეს ჩაიდინა, საერთოდ არ გააჩნია ღირებულებების რაიმე სისტემა. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ შევხვდეთ მას და ვუამბოთ ქრისტიანული ღირებულებების შესახებ.“

Comments

comments