“კორონოვირუსზე პროგნოზებს მზე-მთვარის მიხედვით ნუ აკეთებთ” – ასტროლოგი კოლეგებს მიმართავს

748
SHARE

ასტროლოგი რამაზ გიგაური კოლეგებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

“ასტროლოგები კორონოვირუსზე პროგნოზებს მზე-მთვარის მიხედვით ნუ აკეთებთ. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

მოვლენა, რომელიც მასშტაბურია, გლობალურია და მსოფლიოზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან ნებისმიერი კუთხით ნეგატიურ გავლენას ახდენს, გამოიყენეთ სატურნის, ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის ციკლები.

რაც შეეხება კორონავირუსს.

2019 წლის ბოლოს და 2020 წლის პირველი კვარტლის დაძაბულობის, ნეგატიური რეზონანსის ასტროლოგიური “გასაღები” არის სატურნი-პლუტონის შეერთება.

ეს შეერთება დაიწყო 2019 წლის ნოემბერს, თუმცა ზუსტი შეერთება დაიწყო 30 დეკემბერს (31 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა). ეს შეერთება აქტიური იყო გუშინდელ დღემდე, ანუ 9 მარტამდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე და 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ სამხედრო ტიპის გართულებებზე. როგორც დეკემბერში ჩემს პროგნოზში აღვნიშნე, 2020 წლის მსოფლიოს ორი მთავარი გამოწვევა იქნება – ფინანსური კრიზისი და სამხედრო ტიპის დაპირისპირებები.

პირველის და მეორეს ნიშნებიც უკვე სახეზეა – ჯერ წლის მესამე თვეა და უკვე ვიხილეთ ამერიკა-ირანის და სირია (რუსეთი)-თურქეთის დაპირისპირება.

გუშინ “ნავთობის ომი” დაიწყო, რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო.

ასე რომ, კორონა იმ სამედიცინო ცოდნით და პროფესიული მიდგომებით, რაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვს, აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება.

გამოწვევა ორია: ფინანსური კრიზისი და შეიარაღებული დაპირისპირება.

მარტივად შეგიძლიათ ამის გადამოწმება: გადახედეთ წინა ვირთხის წელს 2020 – 12 = 2008 (!). რა ხდებოდა ამ წელს მსოფლიოში?

შეიძლება თუ არა ამის მართვა? ცხადია. ოღონდ ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ეს შეუძლიათ განვითარებული ქვეყნების მმართველებს. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი განწყობა. არ შეგვეშინდეს და არ ვიყოთ პანიკაში, რადგან ეს უარესია.გაძლიერდით შინაგანად, გამხნევდით და გაამხნევეთ თქვენი ოჯახის წევრები. ჩვენ გადავიტანთ ამას.მშვიდობას და ფინანსური სიმყარეს გისურვებთ!” – წერს რამაზ გიგაური.

FB კომენტარები

კომენტარი