კონორ მაკგრეგორმა ბარში მოხუცი ვისკიზე უარის გამო სცემა – ჩხუბის ამსახველი კადრები(ვიდეო)

68
SHARE

შერეული საბრძოლო ხელოვნების ირლანდიელმა მებრძოლმა და UFC-ის ყოფილმა​ მსოფლიო ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ბარში იჩხუბა და ხანდაზმული მამაკაცი სცემა.

როგორც TMZ-ში ვკითხულობთ, სპორტსმენმა ბარში მყოფები საკუთარი წარმოების ვისკზე – Proper Twelve-ზე დაპატიჟა. თუმცა, როდესაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა უარი განაცხადა დალევაზე, მაკგრეგორმა ცემა დაუწყო, რის შემდეგაც ის ბარიდან დაცვამ გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი 6 აპრილს მოხდა, მედიისთვის კამერის ჩანაწერები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინ არის.

FB კომენტარები

კომენტარი