კომპანიის ხელმძღვანელს 800 თანამშრომელი საახალწლო კრუიზში მიჰყავს

386
SHARE

აშშ-ის აიოვის შტატში მდებარე კომპანია Bertch Cabinets-ის 800 თანამშრომელი მისმა უფროსმა კარიბის ზღვაზე საახალწლო კრუიზში უფასოდ წაიყვანა. ამის შესახებ ტელეკომპანია “სი ენ ენი“ იუწყება. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფეისბუქში დაწერა, 800 ადამიანი ქალაქ ვატერლოოდან მაიამიში ჩარტერული ავიარეისებით გადაიყვანეს. იქ ისინი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდებიან. შემდეგ კი ფეშენებელური ლაინერით კარიბის ზღვაში კრუიზში გაემგზავრებიან. როგორც „სი-ენ-ენი“ იუწყება, კომპანიის მეპატრონე ჰარი ბერტჩი, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც „ყველაზე მაგარი ბოსი”.

FB კომენტარები

კომენტარი