კომიდან გამოსულმა მოზარდმა ინგლისურის ნაცვლად, ესპანურად დაიწყო საუბარი

145
SHARE

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, კომიდან გამოსული მოზარდი ბიჭი ინგლისურის ნაცვლად სრულყოფილ ესპანურად ალაპარაკდა. კომაში ახალგაზრდა საფეხბურთო მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო ჩავარდა.
16 წლის მეკარე რუბენ ნსემოს საჯარიმო მოედანზე ატეხილი აყალმაყალის დროს სხვა მოთამაშემ თავში ძლიერად ჩაარტყა.
როგორც რუბენის მწვრთნელმა, ბრუნო კალონჯიმ WSB-TV-ს განუცხადა, დარტყმის შემდეგ, მოზარდმა სუნთქვა რამდენჯერმე შეწყვიტა და გონება დაკარგა.
როდესაც ყმაწვილი საავადმყოფოში გონზე მოვიდა, მას ინგლისურად ლაპარაკი აღარ შეეძლო, სამაგიეროდ, ესპანურად საუბრობდა სრულყოფილად. Pix11-ის ცნობით, ბიჭმა მანამდე ესპანური საერთოდ არ იცოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, რუბენმა ინგლისური თანდათან აღიდგინა, ესპანურად საუბრი კი უფრო და უფრო ცუდად გამოსდიოდა.
მოზარდის აზრით, შესაძლოა ეს ესპანურის ქვეცნობიერი მახსოვრობა იყო, რადგან ამ ენაზე მისი ძმა და მეგობრები სრულყოფილად საუბრობენ.
რუბენი რეაბილიტაციის კურსს ამჟამად სახლში გადის. ყმაწვილს იმედი აქვს, რომ კვლავ შესძლებს ფეხბურთის თამაშს.

წყარო:ცhttp://1tv.ge

FB კომენტარები

კომენტარი