კოლორადოში გუნდაობა ლეგალური ხდება

40
SHARE

9 წლის ბიჭის ინიციატივით და დიდი ძალისხმევის შედეგად, აშშ-ის შტატ კოლორადოში გუნდაობა ლეგალური ხდება.
კანონის თანახმად, ქალაქში ბევრი რამ იკრძალება, მათ შორის იყო გუნდაობაც. თუმცა, როგორც გაირკვა ამ წესის დარღვევისთვის სადამსჯელო მექანიზმიც არ არსებობდა.
ამიტომ, 9 წლის ბიჭმა და მისმა კლასელებმა მერიას წერილით მიმართეს და მოითხოვეს გუნდაობის აკრძალვის გაუქმება. რაზეც მერიამ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული აკრძალვა გააუქმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი