კოკო შანელს ნაცისტებთან კავშირში ადანაშაულებენ – რა წერია ფრანგ დიზაინერზე გერმანიის დაზვერვის დოკუმენტებში

69
SHARE

ლეგენდარ12499433_1155334161178093_2019706763_oულ კოკო შანელს ნაცისტებთან კავშირში სდებენ ბრალს. როგორც Associated Press-ი იუწყება, ცნობილი დიზაინერის ნაცისტებთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები საფრანგეთის სპეცსამსახურებმა პარიზის სამხრეთით, ვენსანის სასახლეში აღმოაჩინეს.
დიზაინერი ნაცისტების აგენტების სიაში შედიოდა, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შესაძლოა, ეს მოტყუებით ყოფილიყო და შანელს ამის შესახებ12499033_1155334191178090_512275215_o თავადაც არ სცოდნოდა. შანელის სახელი გვხვდება იმ სიაში, რომელშიც ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ადამიანები მოიხსენიებიან.
აღნიშნულ დოკუმენტებში არსებობს ფაილი, რომელშიც საუბარია დიზაინერის რომანზე. კოკო შანელს მადრიდში 1942-1943 წლებში რომანი ჰქონდა ბარონ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგესთან, რომელიც ნაცისტური რეჟიმის აგენტი იყო. 1935 წელს ბარონი საფრანგეთში, გერმანიის საელჩოში მუშაობდა. „ის მუშაობდა პროპაგანტისტად და ჩვენ ვეჭვობთ, რომ ის აგენტი იყო“,- ნათქვამია დოკუმენტებში. ძველ მასალებში ასევე საუბარია გერმანული სადაზვერვო სამსახურის დოკუმენტებზე, სადაც შანელი გერმანიის აგენტად არის მოხსენიებული.

FB კომენტარები

კომენტარი