კლუბი BASSIANI-ს წევრები მოსკოვში დაუკრავენ

58
SHARE

კლუბ Bassiani-ს წევრები მოსკოვში დაუკრავენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
15 სექტემბერს მოსკოვში BASSIANI-ს შოუქეისი გაიმართება, სადაც Red Bull Music Festival-ის ფარგლებში რუსეთის დედაქალაქში კლუბის რეზიდენტები Kvanchi, Mercurrio და Zesknel დაუკრავენ. მათთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ასევე Zurkin და Gacha მიიღებენ. მუსიკოსები მოსკოვში “ბასიანის” ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ზვიად გელბახიანთან ერთად ჩავლენ.
ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი მუსიკოსების მომავალმა ვიზიტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელში მომხმარებელთა დიდი ნაწილი BASSIANI-ს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ რუსეთში კლუბის შოუქეისის ჩატარება მიუღებელია.

Comments

comments