კლუბი ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ მაღალჩინოსნებისთვის – BERGHAIN-ში ხალხურ მუსიკას შეასრულებენ

68
SHARE

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული ტექნოკლუბი Berghain-ი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში კლუბის გახსნას აპირებს. ბერლინის კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის დასაწყისიდან აწარმოებენ და ახლა კლუბის გახსნაზე და მის ადგილზე საბოლოო შეთანხმებაა მიღწეული.
„ჩვენ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში კლუბისთვის შესანიშნავი ადგილი შევარჩიეთ. ჩვენი კლუბი მისცემს საშუალებას მის ვიზიტორებს, დაისვენონ და გაერთონ“, – აცხადებს Berghain-ის კრეატიული დირექტორი არჩიბალდ შმიდტი.
კლუბი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს მოემსახურება. სხვა ტექნოკლუბებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ჩრდილოეთკორეულ ხალხურ მუსიკას შეასრულებენ.

FB კომენტარები

კომენტარი