კლინიკის ექიმს, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

935
SHARE

რუსეთის ფედერაციაში კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. დენის პროცენკოს ინფიცირების შესახებ ინფორმაციას „ტვ დოჟძი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პროცენკო გახლავთ ის ექიმი, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კლინიკაში შეხვდა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მითითებულია, რომ კომუნარკის საავადმყოფო კოვიდ–19–ით ინფიცირებული პაციენტებისთვისაა გამოყოფილი.

მომხდარზე კომენტარი კრემლის პრესპიკერმა უკვე გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, პროცენკოსა და პუტინის შეხვედრასთან მიმართებით არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს:

„პუტინი რეგულარულად იკეთებს ტესტს. ყველაფერი ნორმაშია“, – აღნიშნა პესკოვმა.

FB კომენტარები

კომენტარი