კირკოროვის კონცერტზე მომხდარ აფეთქებაში მაქსიმ გალკინს ადანაშაულებენ

63
SHARE

2017 წელს მახაჩყალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე მომხდარ აფეთქებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინია. ამის შესახებ, აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტილმა ხიდირნები კაზუევმა განაცხადა.
კაზუევი აცხადებს, რომ მისი მიზანი კირკოროვის მოკვლა იყო, რადგან 2017 წელს მოსკოვში ყოფნის დროს, მასთან ქუჩაში მსახიობი მაქსიმ გალკინი მივიდა და კირკოროვის მოკვლისთვის 2 მილიონი რუბლი შესთავაზა. კაზუევი შემოთავაზებას დათანხმდა, რის შემდეგაც გალკინის იურისტმა მას ავანსის სახით 1 მილიონი რუბლი და მობილური ტელეფონი გადასცა. Gazeta.ru-ს წყაროს ინფორმაციით, მსახიობ მაქსიმ გალკინს მომღერალი ფილიპ კირკოროვის ლიკვიდირება ეჭვიანობის ნიადაგზე სურდა. (კირკორვი ალა პუგაჩოვას ყოფილი მეუღლეა)
დაღესტნის შსს-ს საგამოძიებო სამმართველომ კაზუევს ბრალი 2017 წელს მახაჩყალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მომზადებისა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის წაუყენა.
ამ დროისთვის, მაქსიმ გალკინი და ფილიპ კირკოროვი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

FB კომენტარები

კომენტარი