კიმ კარდაშიანის მეუღლე ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

53
SHARE

 ამერიკელმა რეპერმა კანი უესტმა, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე ლოს-ანჯელესში, ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
მას შემდეგ რაც მუსიკოსი გამარჯვებულად გამოაცხადეს ნომინაციაში „ავანგარდი“ და სცენაზე ავიდა, კანი უესტი თაყვანისმცემლებს მიუბრუნდა და განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე აპირებს კენჭისყრას. „თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სცენაზე გამოსვლამდე რაღაც მოვწიე და „დავბოლდი“.გიპასუხებთ, რომ არც უმაგისობაა და როგორც უკვე მიხვდით, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და კენჭი ვიყარო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,“ _ აღნიშნა მომღერალმა.
კანი უესტს მაშინვე მხარი აუბა ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა მაილი საირუსმა, რომელმაც უესტს ჯილდო გადასცა.ხმაურიანი გამონათქვამებით ცნობილმა საირუსმა ჩვევას არც ამჯერად უღალატა და მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა: „ტრამპ, შენ გაქვს ჩემი ხმა, მაგრამ ახლა ის კანი უესტს ეკუთვნის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – დასძინა მან.

FB კომენტარები

კომენტარი