კიმ კარდაშიანის მამინაცვალი სქესს იცვლის

114
SHARE

ცნობილი ტელესახის კიმ კარდაშიანის მამინაცვალი ბრიუს ჯენერი ტრანსგენერია და უახლოეს მომავალში სქესს შეიცვლის. ამის შესახებ მან გუშინ “ენ-ბი-სი”სთან ინტერვიუში თავად განაცხადა. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ბიზნესმენი და ტელესახე სულ რამდენიმე ხნის წინ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. მის სექსუალურ ორიენტაციას, ხმამაღლა ის არასდროს აცხადებდა, თუმცა მისი გარდასახვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ყველასთვის თვალსაჩინო იყო და მისი უარყოფის მიუხედავად მედია ამაზე ხშირად წერდა. ჯენერს 30-მდე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ის აცხადებს, რომ გაზაფხულისთვის მისი სხეული მზად იქნება და სქესის შეცვლის ოპერაციასაც სწორედ მაშინ გაიკეთებს.

FB კომენტარები

კომენტარი