კიბოს 5 ნიშანი

157
SHARE

ექიმები გვირჩევენ, ჩვენი ორგანიზმის რომელი სიგნალების უგულებელყოფა არ შეიძლება იმისათვის, რომ სიმსივნე არ განვითარდეს. არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც კიბოს განვითარებისთვის არის დამახასიათებელი.

1. ტკივილის შეგრძნება. დასაწყის სტადიაში ეს მთლად ტკივილი არ არის, არამედ დისკომფორტის შეგრძნება რომელიმე ორგანოში.

2. წონის სწრაფი კარგვა. სიმსივნე ორგანიზმს აიძულებს გამოჰყოს ნივთიერებები, რომლებიც მეტაბოლისტურ პროცესებს არღვევს, რის გამოც ადამიანი რამდენიმე თვეში წონაში საგრძნობლად იკლებს.

3. სისუსტის მუდმივი შეგრძნება. კიბოს უჯრედები იწვევს ინტოქსიკაციას, შესაბამისად კი, სისუსტეს, ანემიას.

4. ტემპერატურის მატება. სიმსივნით დაქვეითებული იმუნური სისტემა მაღალი ტემპერატურით გამოიხატება.

5. თმისა და კანის მდგომარეობის ცვლილება. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა გარეგნულ ცვლილებებსაც იწვევს.

თუნდაც რამდენიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, დასაწყისისთვის თერაპევტს მაინც მიმართეთ.

წყარო: http://qartveli.ge/ge/news/75

FB კომენტარები

კომენტარი