კვიციანის ინიციატივა ქართველი შეყვარებულებისთვის, რომლებიც ოჯახის შექმნას ვერ ახერხებენ(ვიდეო)

213
SHARE

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის ახალი ინიციატივის მიხედვით, იქნებიან აგენტები რომლებიც შეყვარებულებს აღირცხვაზე აიყვანენ.
მისი თქმით, საქართველო დემოგრაფიულად კარგ მდგომარეობაში არ არის, ამიტომ ფიქრობს, რომ ამ გზით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს.
“მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. ხო არიან შეყვარებულები რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იქნებიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ, დაიწყება მათი დახმარება. დემოგრაფიულად საქართველოს ძალიან უჭირს”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა “პალიტრას” ეთერში.

FB კომენტარები

კომენტარი