კვირის ასტროლოგური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1643
SHARE

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
ვერძი
ფრთხილად იყავით, ნუ წახვალთ საეჭვო ადგილებში, ასევე, ნუ მიენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე დაგაღალატეს და დაგაზარალეს. გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. გრძნობები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდით, ამოხეთქავენ, რაც სასიკეთო აღმოჩნდება თქვენი შინაგანი მდგომარეობისთვის. ბევრ ვერძს ყოფილი პარტნიორი მოენატრება.ვერძი

კურო
ამ პერიოდში თავიდან უნდა მოიშოროთ ცუდი ფიქრები და გულზე დაწოლილი სიმძიმე, დეპრესიაში რომ არ გადაიზარდოს. თუ თქვენ პარტნიორი გყავთ, კარგი პერიოდია მისთვის გულის გადაშლისა და ისეთ საკითხებზე სასაუბრისთვის, რომლის განხილვასაც უწინ ერიდებოდით. ამ კვირაში შესაძლოა თავი დაკარგულად იგრძნოთ. იხეთქებს ძლიერი ემოციები. მათ გაკონტროლებასაც ნაკლებად შეძლებთ.

ტყუპები
დაიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელსაც ადრე თქვენში ინახავდით, რომ დამოუკიდებლად გეპოვნათ გამოსავალი. ისე როგორც არასდროს, მოახერხებთ სწორი სიტყვების შერჩევასა და ადამიანების დაფიქრებას. ზოგიერთი თქვენი მიზანი ამ კვირაში მიუღწეველი დარჩება. შესაძლოა ჰელოუინსის ღამემ კლუბებისა და წვეულებაზე წასვლის გარეშე ჩაიაროს იმ ტყუპებსთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ გიჟური ღამისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, გამოკეთდებიან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.

კირჩხიბი
შესაძლოა ამ კვირაში გონივრული გადაწყვეტილების მიღწება მოგიწიოთ, რომელიც მთელ თქვენს დარჩენილ ცხოვრებაზე აისახება. იმ კირჩხიბებს, რომლებმაც, როგორც იქნა, ძილის რეჟიმი მოიწესრიგეს ამ კვირაში ღამის ძველებურად – მხიარულებაში – გატარება მოუნდებათ. ამ პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კირჩხიბმა წარსულში დატოვა. არ ეთამაშოთ ცეცხლს, თავი შორს დაიჭირეთ მისგან, სხვა შემთხვევაში მოვლენები თქვენთვის არც თუ ისე სასიკეთოდ განვითარდება. ამ კვირაში მოერიდეთ ზედმეტ დანახარჯს.

ლომი
ხელოვან ლომებს მუზა მოუვათ, რომელსაც დიდი ხანი ელოდნენ. ზოგიერთი თავით გადაეშვება ჰობში, რომელიც შემოსავლის წყაროდაც კი შეიძლება აქციოს. მწერალ ან პოეტ ლომებს წარმატება ელით, ამიტომ უნდა გააქტიურდნენ და სამყაროს დაანახონ, რომ არსებობენ. არ ღირს ამ კვირაში ტატუს გაკეთება. შესაძლოა თქვენი ჯიბე არც თუ ისე სავსეა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მინიმალური თანხის გადადება სასურველი ბიზნესის დასაწყებად. მოსალოდნელია გაურკვევლობები და კონფლიქტური სიტუაცია მეზობლებთან, ახლო მეგობრებთან, ნათესავებთან ან დედმამიშვილებთან.

ქალწული
ამ კვირაში მეგობრები შეიკრიბებიან და დაგირეკავენ, თუ უარს ეტყვთ მისვლაზე, ძალიან ინანებთ. მომავალში მიხვდებით, რომ პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებდით და მთავარი სწორედ ადამიანური ურთიერთობებია. ასე რომ… გვერდზე გადადეთ სამუშაოცა და საოჯახო ვალდებულებებიც და დატკბით ცხოვრებით მათთან ერთად. რაც შეეხება თქვენს უახლეს ახალ გეგმებს… მგონი, სჯობს უფრო რეალურად იმსჯელოთ. ჩვეულებრივ, ქალწულებს არ აქვთ არსებული სიტუაციის სწორად შეფასების პრობლემა, ამიტომ მოუხმეთ ამ მიძინებულ უნარ-ჩვევას.

სასწორი
ამ კვირაში ახალი შანსი მოგეცემათ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ! თუ ხვდებით, რომ ერთ-ერთი ადამიანი თქვენზე უარყოფითად მოქმედებს, განერიდეთ მას. არ მისცეთ უფლება, რომ ხელი შეგიშალოთ. ჰელოუინის დღეს გააოცეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები თქვენი კრეატიულობით. შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე, რომელიც თქვენს რომანტიკულ ურთიერთობას შეეხება.

მორიელი
თუ წარმოვიდგენთ, რომ თქვენი ცხოვრება წიგნია, ამ კვირაში ახალი თავი იწყება, სახელად ,,ფინანსური განვითარება”. ეს დოვლათიანი პერიოდი საკმაოდ დიდხანს გასტანს, რაც მორიელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. თუ თვლით, რომ თქვენი დაწინაურების დროა ან იმდენი ხანია კომპანიაში მუხლჩაუხრელად შრომობთ, რომ ხელფასის ზრდა გეკუთვნით, გაესაუბრეთ უფროსს. კარგი იქნება, თუ გაეცნობით რომელიმე ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიას. მისი გამოცდილება დადებითად აისახება თქვენზე.

მშვილდოსანი
მართალია დამოუკიდებელი ხართ, მაგრამ ხალხში ტრიალი მაინც გჭირდებათ, ადამიანებისგან ენერგიას იღებთ, ასევე მოგწონთ, როცა გისმენენ და თქვენდამი ინტერესს გამოხატავენ. ამ კვირაში სრულიად დაკმაყოფილდება თქვენი ეგო. ნუ ეცდებით ყველა დავალებას დამოუკიდებლაად გაართვათ თავი, დაიხმარეთ სხვებიც. მოსალოდნელია ახალი ალიანსი. შესაძლოა ,,გაცოცხლდეს” ძველი კონფლიქტები, რომელიც მოგვარებული გეგონათ.

თხი რქა
31 ოქტომბრიდან შვებას იგრძნობთ, თავს უფლებას მისცემთ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ბოლო დროს თითქოს შეჯიბებაში მონაწილეობდით, რომელშიც აუცილებლად უნდა გაგემარჯვათ. ეცადეთ დაიმახსოვროთ სიმზრები, რადგან ამ კვირაში ისინი მინიშნებებად იქცევიან, რომლებიც მომავლის შეცვლაში დაგეხმარებათ.

განაგრძეთ კითხვა tps://astrologi.ambebi.ge

Comments

comments