კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 10-16 აპრილი

384
SHARE

ალბათ იგრძენით, ცეცხლოვანი ვერძის ენერგეტიკა ძალაში შედის და როგორც მსოფლიო პოლიტიკის კუთხით, ისე ჩვენ გარშემო არაერთი დაუგეგმავი, მოულოდნელი, ემოციური ამბავი ხდება. დამდეგი კვირა კი თამამად შეიძლება ითქვას, საკმაოდ რთული და დინამიკური გველის წინ. გამომდინარე იქიდან, რომ მზე ვერძის ზოდიაქოში ძლიერდება და ამას თან ერთვის, რამდენიმე პლანეტის რეტროგრადულობა, რაც თავისთავად აფერხებს სხვადასხვა ტიპის მოვლენებს და სიტუაციებს ადამიანთა ცხოვრებაში.

თუმცა, კარგი ის არის, რომ ზუსტად ამ კვირაში, პლანეტა ვენერა, რომელიც ლამის ერთი თვეა რეტროგრადულ ფაზაში იყო და ამ პერიოდის მანძილზე ალბათ ბევრის ცხოვრებაში მოახერხა სიტუაციის დაძაბვა, კვირის შუაგულში დირექტიულ პოზიციას დაუბრუნდება. შესაბამისად, გარკვეული სიმშვიდის სიო დაუბერავს სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა, მიუხედავად ამისა, აპრილში მოდუნების საშუალებას მაინც არა და არ გვაძლევს კოსმოსი. ვენერას ამჯერად სიტუაციის დესტაბილიზატორის როლზე მერკური ჩაენაცვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასაწყისამდე არსებულ პერიოდში დგება ერთ-ერთი არასასურევლი დრო ახალი საქმეების წამოსაწყებად, მნიშვნელოვანი შეთანხმებების და დოკუმენტაციის გასაფორმებლად, მოლაპარაკებების დასაწყებად, მოკლევადიანი მოგზაურობის ან მივლინებების დასაგეგმად. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში ადამიანებს ძალიან ურთულდებათ კომუნიკაცია.

როგორც წესი, სიტყვიერი დაპირისპირებები და იდეოლოგიური კონფლიქტები ზუსტად ამ დროს იჩენს ხოლმე თავს აქტიურად საზოგადოებაში. რეტროგრადული მერკური ხელს უწყობს ასევე ტექნიკის წყობიდან გამოსვლას ან გაფუჭებას. ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული “შოპინგი”, მით უმეტეს, თუ თქვენი საყიდლები წვრილმან ტექნიკას ან სააბაზანო აქსესუარებს ეხება. რეტროგრადული მერკურის პერიოდი ასევე ააქტიურებს ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას. იმიტომ რომ, ამ პლანეტის უკანმბრუნავ ფაზაში ადამიანებს ქაოსურობა და დაბნეულობა ახასიათებთ ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაისის დასაწყისამდე კერძოდ კი 18 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან. ასევე კარგად შეამოწმოთ ავტომანქანის ტექნიკური გამართულობა შორ მანძილზე გამგზავრების შემთხვევაში. რეტროგრადული მერკური ააქტიურებს ასევე სირთულეებს, რომელიც დედმამიშვილებთან ან ახლო თანამშრომლებთან ურთიერთობისას გვექმნება. თუმცა, ეს პერიოდი ასევე ძალიან კარგია მათთვის, ვისაც ზემოჩამოთვლილ ადამიანებთან აქამდეც გააჩნდა რაიმე ტიპის პრობლემები. ზუსტად რეტრო მერკურის გავლენა შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი წყენების გასარკვევად და ოჯახური ურთიერთობების საბოლოოდ დასარეგულირებლად.

11 აპრილს სავსემთვარეობას ველით სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. რაც აუცილებლად მოგვცემს საშუალებას, რეტროგრადულ მერკურისთან ერთად კუროს ნიშანში კარგი “რევიზია” ჩავუტაროთ, როგორც საკუთარ ცხოვრების წესს, ისე ფინანსურ მდგომარეობას და ყოფით ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, სასურველია გაითვალისწინოთ – წინ მნიშვნელოვანი და ძალზე ნაყოფიერი კვირა გველის. ეს არის პერიოდი, როცა შესაძლებლობა გეძლევათ რეალური, მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ, რეალურად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი