კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13 -19 აპრილი

86
SHARE

მზე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს გადის, ამიტომ გასული კვირა ვერძის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი მოულოდნელი “ფეთქებადი” და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი მოვლენებით იყო სავსე. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არცთუ სახარბიელო ხასიათს ატარებდა, თუმცა ვერძი პლანეტა მარსის მმართველობის ქვეშაა – შესაბამისად, იგი ხშირად ასოცირდება დამანგრეველ ენერგეტიკასთან, სიცოცხლის და ყველაფერი ახლის დაწყების პარალელურად. სამყარო კანონზომიერია, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა და მისი სიმბოლური დატვირთვა გვასწავლის, სიკვდილი არ არის დასასრული – ის რაღაც ახლის დასაწყისია, თუმცა უკვე სხვა განზომილებასა და სხვა სამყაროში. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანის ვალია, სანამ ამქვეყნად სტუმრად ვიმყოფებით, ვაკეთოთ სიკეთე და შევასრულოთ ჩვენი უმთავერსი მოვალეობა – გვიყვარდეს ერთმანეთი.

დამდეგი კვირა სანამ მზე შედარებით მშვიდ, გაწონასწორებულ კუროს ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება (ეს კი ოც აპრილს მოხდება) ჯერ კიდევ გვიწევს ვერძის მხურვალე ენერგეტიკას ავუწყოთ ფეხი. თუმცა, უკვე 14 აპრილიდან პლანეტა მერკური გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც შედარებით დააბალანსებს ადამიანებს შორის კომუნიკაციის უნარს. შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საკითხების უკონფლიქტოდ მოგვარება, გაადვილდება ფინანსური ოპერაციები.

15-17 აპრილის პერიოდში შესაძლებელია ბევრი ოჯახური წყვილის ურთიერთობაში დაისადგუროს გარკვეულმა სიცივემ და ინდეფერენტულმა დამოკიდებულებამ, ეს ის დღეებია, როცა გაათმაგებულად მოგეთხოვებათ ერთმანეთს მეტი სითბო, ზრუნვა და სიყვარული დაანახოთ. ამიტომ სასურველია, თუკი ნებისმიერ წყენას უკან დასწევთ და საკუთარ სისუსტეებზე ამაღლდებით. პატიებაზე უკეთესი ამქვეყნად არც არაფერია.

17-19 აპრილის შუალედში არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება. მით უმეტეს თუკი ეს პროექტები სპორტულ სარბიელს, ტექნიკის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. შეეცადეთ ამ პერიოდში აკონტროლოთ ფულის უთავბოლოდ ხარჯვის მოთხოვნილება
რაც ბევრი თქვენგანის შემთხვევაში სავალალო შედეგებით დასრულდება. ახალი საქმეების წამოწყება, დიდი შენაძენები და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება სასურველია მომდევნო კვირისთვის გადაავადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდ მიღებული შედეგი თქვენთვის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი იქნება.

კვირის ბოლოს კარგი იქნება თუ თეატრს, გამოფენას ან რაიმე ტიპის სახელოვნებო დაწესებულებას მოინახულებთ. ამ პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ და მომავალში სტიმულის მომცემად იმოქმედებს თქვენზე.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი