კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 10-16 ოქტომბერი

601
SHARE

კვირა დიდი გეგემებით , დიდი დაპირებებით და იმის სურვილით დაიწყება ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი იტრაბახონ საკუთარ მიღწევებზე. ამ მხრივ არც პოლიტიკური კუთხით „გაბერილი“ დაპირებები გამოირიცხება, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი მოსახლეობის წინაშე გააჟღერებენ. თუმცა რამდენად შესრულდება ზემოთხსენებული დაპირებები თუ სრული 100 არა 50 პროცენტით მაინც ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და აქ აღარ განვავრცობთ. ზოგადად კი ჩემო კარგებო, მინდა გირჩიოთ რომ კვირის დასაწყისში აკონტროლოთ თქვენი დაპირებები და ზუსტად იმდენი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე, რასაც ზუსტად იცით რომ სამომავლოდ აუცილებლად გაართმევთ თავს.
სამაგიეროდ კარგი პერიოდია იურიდიულ, ტურისტულ სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის. ამ დღეს დაგეგმილი ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დავა შეიძლება საკმაოდ ჰარმონიულად მიმდინარეობდეს და მარტივად დასრულდეს ურთიერთშეთანხმებით. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის და პროფესიული მივლინების დასაგეგმად მოკლე მანძილზე ან მოკლე ვადით. იდეალური დღეები შემოქმედებითი მუშაობისთვის. უმართლებთ პიარის, მარკეტინგის, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.
კარგი პერიოდია ახლო წრის ადამაინებთან – დებთან, ძმებთან, ნათესავებთან, ახლო კოლეგებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და დასარეგულირებლადაც.
კვირის შუა პერიოდი, კერძოდ კი 11-13 ოქტომბრის შუალედი საკმაოდ „ფეთქებადსაშიში“ იქნება. მოიმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა. ადამიანებს გაუჩნდებათ მიდრეკილება დაუღალავად ამტკიცონ საკუთარი პოზიციის სიმართლე და არ მოუსმინონ თანამოსაუბრეს. მომატებულია ასევე ინტრიგებისა და მაქინაციების ალბათობაც. აქედან გამომდინარე, თუკი ზემოთჩამოთვლილ დღეებში თავს შეიკავებთ აგრესიიგან და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან, უკვე 14 ოქტომბრიდან სიტუაცია საგრძნობლად დარეგულირდება და საღი აზრი გაიმარჯვებს მოზღვავებულ ემოციებზე.
მით უემეტს რომ კვირის ბოლოს სიტუაცია კიდევ ერთხელ გართულდება, რაც ძირითადად ფინანსური შეფერხებებისა და პრობლემების სახით შეიძლება აისახოს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაზე. ამიტომ მთელი მიმდინარე კვირის მანძილზე საღი აზრი და ემოციების კონტროლი, უმთავრესი და პრიორიტეტული მიდგომა იქნება პრობლემების მიმართ. მით უემეტეს რომ კვირის ბოლოს სავსემთვარეობას ვუახლოვდებით ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს ემოციების ფეიერვერკს და მკვეთრი შეგრძნებების კასკადს.
მთავარია ნაკლებად ჩავებათ კონფლიქტურ სიტუაციებში და უკვე კვირის დასასრულს, სავსემთვარეობის ძლიერი ენერგეტიკა დადებითი ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ. მოკლედ დაპროგრამდით პოზიტივზე და გწამდეთ, თქვენი ყოველი დღე ისეთი იქნება როგორც თავად წარმოგიდგენიათ. პლანეტების განლაგება კი მარტოოდენ ფონის შესაქმნელად გამოიყენეთ.

FB კომენტარები

კომენტარი