კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 თებერვალი

82
SHARE

ზამთრის ბოლო თვე, ასტროლოგიური კუთხით მართალია მოკლე, მაგრამ საკმაოდ ემოციური და აქტიური იქნება. დაწყებული თვის დასაწყისიდან, დასრულებული პერიოდამდე სანამ “ოფიციალური ასტროლოგიური ახალი წელი” რეალურად შევა ძალაში – ანუ 19-20 თებერვლამდე, საკმაოდ არასახარბიელო კოსმიურ ენერგეტიკას განიცდის დედამიწა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ტექნიკური ავარიების, მოულოდნელი კონფლიქტების, სამსახურეობრივი შუღლისა და ინტრიგების ალბათობა.

კვირის დასაწყისში საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნება იმ ადამიანების ცხოვრებაში ვინც უკვე ხანგრძლივი პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობებში იმყოფება. პლანეტა ვენერას რთული ასპექტი სატურნთან, გამოიწვევს გაუგებრობებს მეუღლეებს შორის რის ხარჯზეც გაძლიერდება ურთიერთ კომპრომისის გამონახვის უუნარობა და სურვილი “თავისი გაიტანოს” თითოეულმა მათგანმა. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში მეტ სიმშვიდეს, სითბოსა და ლოიალურ მიდგომას გამოამჟღავნებთ მეორე ნახევრის მიმართ.

2-4 თებერვლის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მსხვილი შენაძენების გაკეთება. თავი შეიკავეთ ასევე მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებისგან ან ისეთი საქმიანობის წამოწყებისგან, რომელიც სილამაზის, თავის მოვლის, გასართობი ღონისძიებების მოწყობის თემას ეხება.

5-7 თებერვლის პერიოდიდან შედარებით გაადვილდება პირად ურთიერთობებში კონფლიქტების დარეგულირების საკითხი. ამასთან ერთად, მათ ვინც აქამდე პარტნიორის გარეშე დააბიჯებს, შანსი მიეცემა მოულდონელ, სასიყვარულ ინტრიგაშიც კი ამოყოს თავი. ეს პერიოდი კარგია ბავშვებთან ურთიერთობისთვის, საოჯახო შეკრებების მოსაწყობად და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

კვირის მეორე ნახევარში ნუ დაგეგმავთ შორ მოგზაურობებს, ნაკლებად ჩაერთეთ სამსახურეობრივ კონფლიქტებში და შედარებით მეტი დიპლომატია გამოიყენეთ თუკი საქმე უშუალო უფროსობასთან დაპირისპირებამდე მივა. არ არის კარგი პერიოდი სიახლეების და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. ამიტომ აჯობებს ამგვარი საქმიანობა, თებერვლის შუა რიცხვებამდე არ განახორციელოთ.
წყარო

FB კომენტარები

კომენტარი