კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16 – 22 მაისი

84
SHARE

მომდევნო კვირა იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ სავსემთვარეობის გარდა, ოცი მაისიდამ მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და აქტიურ, მოუსვენარ, კომუნიკაბელურ ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრება ერთი თვით. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ადამიანებში ინტელექტუალური კონტაქტის დონე და მოთხოვნილება, გააქტიურდება და გამარტივდება საქმიანი მოლაპარაკებები, ბევრი სამუშაო ექნებათ ჟურნალისტებს იმიტომ რომ, ტყუპის ზოდიაქო ზოგადად მართავს ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მიღება-გადინებას, შესაძლებელია მოიმატოს სკანდალურმა ისტორიებმა და ნიუსებმა.
21 მაისს სავსემთვარეობას ველით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველია ამ პერიოდში ვაკონტროლოთ ემოციები, მოვერიდოთ დიდ გზაზე მგზავრობას, ფრთხილად ვიყოთ საჭესთან. ასევე სიფრთხილე გამოვიჩინოთ ნებისმიერ თემასთან მიმართებაში, რომელიც უცხოელებსა და უცხოელებს უკავშირდება. ზოგადად კარგი იქნება თუ სავსემთვარეობას და უახლოეს დღეებში გააკონტროლებთ საკვებს, ასეთ პერიოდში მადა ერთი-ორად მომატებულია, მოერიდეთ ცხიმიანი საკვების და ალკოჰოლური სასმელის მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, იფიქრეთ და დასახეთ სამომავლო გეგმები, იმიტომ რომ,სავსემთვარეობას თან მოაქვს ძლიერი კოსმიური ენერგეტიკა, რის ხარჯზეც ჩვენი ჩანაფიქრი ამ პერიოდში სამომავლოდ რეალური ხორცშესხმის კანდიდატი ხდება.
22 მაისიდან პლანეტა მერკური გაასწორებს მოძრაობას და რეტროგრადულ ფაზაში აღარ იქნება, რაც გაადვილებს მოლაპარაკებებს, ინფორმაციის მოძიება-გადაცემის პროცესს, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ხელი მოემართებათ სწავლაში. ამ პერიოდიდან თამამად შეგიძლიათ მსხვილი შენაძენების კეთება, განსაკუთრებით ეს ეხება ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო საქონელს.
კვირის ბოლოს მზისა და მარსის ნეგატიური ასპექტის გამო შესაძლებელია ხშირად შეიქმნას დაძაბული სიტუაციები და კონფლიქტების ალბათობა.
მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ამ პერიოდში არსებული პრობლემები დიალოგისა და კომპრომისის გზით გადაიჭრას. იმიტომ რომ, წამოწყებული დავა თქვენს რეპუტაციას გვარიანად დააზარალებს. ეს ასპექტი არანაკლებ იმოქმედებს ოჯახურ წყვილებსა და შეყვარებულებზე. შესაბამისად, გაუფრთხილდით სიმშვიდეს ურთიერთობაში, მეტი დათმეთ და ნაკლებად წამოაყენეთ პრეტენზიები. მით უმეტეს, არ გამოიყენოთ აგრესია წარმოქმნილი კონფლიქტის მოსაგვარებლად.

 

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი