კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 14 – 20 დეკემბერი

70
SHARE

მართალია, უკვე წინა საახალწლო დღეებია და ყველას გვინდა დამდეგს პოზიტიურად, მაქსიმალური წინსვლითა და მატერიალური მოგებით შევხვდეთ, მაგრამ მიმდინარე კვირა უფრო სწორად მისი დასაწყისი ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, რომ გრანდიოზული გეგმების დასახვას მივყოთ ხელი. ეს ის პერიოდია, როცა დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ნებისმიერ ვალდებულებას, რომელსაც იღებთ საკუთარ თავზე. მოკლედ, ერთი ძველი, კარგი გამოთქმისა არ იყოს “ფეხი იქამდე უნდა გაჭიმო, სადამდეც საბანი გეყოფაო”. აკეთეთ ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში და ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი ძალები ნებისმიერი საქმიანობისას. ნუ გააკეთებთ კვირის დასაწყისში ზედმეტ დაპირებებს, მოერიდეთ როგორც ფიზიკური, ისე ემოციური რესურსების ამაო ხარჯვას. ნაკლებად დაუპირისპირდით ავტორიტეტებს და ადამიანებს, ვისაც თქვენთან შედარებით მაღალი სოციალური სტატუსი ან პროფესიული ცენზი გააჩნია.

კვირის შუაგულიდან სიტუაციას ასე თუ ისე განმუხტავს მერკური-ვენერა-ნეპტუნის დადებითი ასპექტაცია, რომლის წყალობითაც ადამიანებში მოიმატებს ინტუიციური აღქმის უნარი, თანაგრძნობის ნიჭი და რომანტიკული განწყობა. ეს კარგი პერიოდია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად, რომელიც პირველ რიგში სულიერ სიახლოვეზე იქნება დაფუძნებული. ნაყოფიერი პერიოდი დგება ასევე ისეთ პროფესიულ არეალში მომუშავე ადამიანებისთვის როგორიცაა მუსიკა, მხატვრობა, დიაზაინი, ლიტერატურა და ფსიქოლოგია. შესანიშნავად მისდით ასევე საქმეები სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში მომუშავე ინდივიდებს.აქტიურად ვითარდება სილამაზის სალონებისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში არსებული ბიზნესი. ჰარმონიულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან და ადამიანებთან ქვეყნის გარეთ.

უკვე კვირის მიწურულს, პლანეტა მერკურის ნეგატიური ასპექტების გამო პლუტონთან და ურანთან მოიმატებს აგრესიისა და კონფლიქტების ალბათობა საქმიანი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ამ პერიოდში რთულია მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონსენსუსს და დაზავებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ დაუძლეველი სურვილი საკუთარი პოზიცია ხმამაღლა და აგრესიულად დააფიქსირონ. მატულობს ცინიზმის დონე, რაც შესაძლოა ხმაურიანი დაპირისპირებებისა და სკანდალების წინაპირობად იქცეს. გახსოვდეთ, ამ პერიოდში მარტივია დიდი ხნით ან სამუდამ გააფუჭოთ ურთიერთობა თანამშრომლებთან ან უმცროს დედმამიშვილებთან, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საუბრის ტონს კომუნიკაციაში. აკონტროლეთ მოთხოვნები, რათა თქვენი თხოვნა მოთხოვნას არ დაემსგავსოს და გარშე მომყოფებმა სამომავლოდ დიქტატურასა და ერთპიროვნულ ეგოიზმში არ დაგადანაშაულონ.

კვირის მიწურული ზოგადად აქტიური ემოციური და აგრესიული ფონით ხასიათდება. შესაბამისად, აუცილებელია იმის გათავისება, რომ შექმნილ სიტუაციებში ძნელად შეძლებთ შეცვალოთ რამე, აქედან გამომდინარე, აჯობებს უბრალოდ ღიად დატოვოთ რიგი საკითხები, ან სხვა უფრო მნიშვნელოვან და მშვიდობიან საქმიანობაზე გადააყოლოთ გული. თუკი ამ პერიოდს მშვიდი და დიპლომატიური ნაბიჯების განხორციელების ხარჯზე გაანეიტრალებთ, სამომავლოდ აუცილებლად შეინარჩუნებთ გარშემო მყოფებთან ძველებურ ურთიერთობას და უფრო მეტიც, თქვენი ინტერესების გასატარებლადაც მოგეცემათ მომავალი კვირიდან ხელსაყრელი შენსები.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი