კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7- 13 დეკემბერი

79
SHARE

დეკემბრის დასაწყისი ალბათ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში შედარებით მშვიდი, საახალწლო ფუსფუსითა და სამზადისით დატვირთული გამოდგა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, – წელს თითქოსდა ბევრად ადრე დაიწყეს ადამიანებმა ახალი წლის შესახვედრად მზადება. სამაგიეროდ, დეკემბრის მეორე დეკადა და ზოგადად თვის მიწურულამდე პერიოდი მოიტანს საკმაოდ აქტიურ მოვლენებს და გარკვეულ ვნებათაღელვებს, რომლის შესახებაც დაწვრილებით ვისაუბრებთ სტატიაში… მოკლედ, დეკემბერი მძლავრად “ათუხთუხდება”. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
კვირის დასაწყისი მზისა და ურანის ასპექტით დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული ფინანსური შეფერხებები. გართულდება ზოგადად ფულადი ოპერაციების წარმოების ალბათობაც. ეს ის პერიოდია, როცა სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ ე.წ. “გეგმა ბე” და ალტერნატიული გზები წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად.
თუმცა, უკვე 10 დეკემბრიდან სიტუაციას ასე თუ ისე განმუხტავს მერკურის თხის რქის ზოდიაქოში გადანაცვლება. რაც ადამიანებში საღი აზროვნების უნარს, კონსტრუქციული მსჯელობის სურვილს და პასუხისმგებლობას გააძლიერებს. შესაბამისად, კარგი იქნება, თუკი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს და შეხვედრებს, ათი დეკემბრის შემდგომ პერიოდში გადაიტანთ.
კვირის შუაგულში პლანეტა მარსისა და პლანეტა ურანის ნეგატიური ასპექტი მოულოდნელი კონფლიქტების, სიტუაციის ესკალაციის შანსებს გაზრდის ერთიორად. ამ პერიოდში სასურველია, სიფრთხილე გამოიჩინოთ ელექტრო დანადგარებთან მუშაობისას. ნუ გაგიკვირდებათ თუ ხარვეზებით იმუშავებს ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა.
დაწყებული 6 დეკემბრიდან დასრულებული 11 დეკემბრამდე, ცაზე აქტიურია უარნის, პლუტონისა და მარსის ნეგატიური ჯაჭვი. რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ფეთქებადსაშიშ პერიოდს გადის დედამიწა. გარდა ამისა, ზემოხსენებული 11 დეკემბრის პერიოდიდან დაახლოებით 21 დეკემბრამდე პლანეტა სატურნი ე.წ. “კატასტროფების” გრადუსს გაივლის, რის ხარჯზეც მოიმატებს მსოფლიო მასშტაბით როგორც ლოკალური ისე გლობალური კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა.
გაძლიერდება ტერორისტული საფრთხე, შესაძლებელია გააქტიურდეს მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში დიპლომატიური სკანდალების ალბათობა. მოიმატებს სხვადასხვა ტიპის, შეთანხმებების დარღვევის პრეცედენტიც. ზემოხსენებული პლანეტების ნეგატიური გავლენა ააქტიურებს არაფორმალურ, იატაკქვეშა ძალებს და მათ გავლენას გლობალურ მოვლენებზე. სასურველია მიმდინარე კვირის მანძილზე მაქსიმალურად შევიკაოთ თავი ნებისმიერი ტიპის კონკურენციისა და შეჯიბრისგან. მით უმეტეს, თუკი საქმე პირად ურთიერთობებს ეხება.
აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ პლანეტა ვენერას მეგობრული მშვილდოსნის ზოდიაქოდან, ვნებიანი და ეჭვიანი მორიელის ზოდიაქოში გადაბარგებამ, რაც გასული კვირის მიწურულს მოხდა, გააქტიურა ემოციების ფონზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების ალბათობა უახლოესი თვის მანძილზე. თუმცა, სანამ ვენერა მორიელი ძალას იკრებს და სრული სვლით გაშლის აფრებს, კვირის ერთ-ერთი, პოზიტიური ასპექტი მის ნეპტუნთან დადებით კავშირს უკავშირდება. რაც შეყვარებულობის, ახალი რომანტიკული, თუმცა დრამატული ელფერით შეფერილი ურთიერთობების ალბათობას ერთიორად გააძლიერებს. ამ პერიოდში ადვილია თავის მოტყუება. ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი ახალი ნაცნობი და ინტერესის ობიექტი გააიდეალონ. მოკლედ, ატარეთ ცოტა ხნით ვარდისფერი სათვალე, ამით არაფერი დაშავდება.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი