კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 ოქტომბერი – პირველი ნოემბერი

12
SHARE

კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით იწყება – მზე, რომელმაც დიპლომატიური და ჰაეროვანი სასწორის ნიშანი დატოვა და მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლა, თანდათან იკრებს ძალებს. ამ პერიოდს მორიელის ენერგეტიკა მართავს. შესაბამისად, მძაფრი ემოციები, დრამატიზმი, მოულოდნელი და ქუჩური სიტუაციები, ან სულაც ორმაგ სტანდარტებზე გათვლილ-დაფუძნებული მოვლენები სავსებით მოსალოდნელია უახლოესი ერთი თვის მანძილზე. ამიტომ მეტი სიფრთხილე, წინდახედულება და სიმშვიდე იქნება საჭირო, უფრო მეტი ვიდრე აქამდე გვესაჭიროებოდა.
თუმცა, სანამ მორიელის მმართველობა ძალაში აქტიურად შევა, ვენერა-იუპიტერის სიკეთისმომტანი შეერთების ნაყოფს ბევრი წყვილი მოიმკის. გამოყოლილი წინა კვირიდან, ეს ჯერ კიდევ აქტიური პერიოდია სხვადასხვა ტიპის პარტნიორული ურთიერთოებების დასათბობად და დასარეგულირებლად. მოკლედ, თუკი გასული კვირის მიწურულამდე მაინც ვერ დააყენეთ საშველი გაბუტულ ან ნაწყენ მეორე ნახევართან შერიგებას, იჩქარეთ – ჯერ კიდევ აანთებს თქვენთვის მწვანე შუქს ვენერა და იუპიტერი.
ამასთან ერთად, არც ის დაგავიწყდეთ, რომ სასურველია, შერიგების პიკი მაინცდამაინც სავსემთვარეოაბს არ დაამთხვიოთ, რომელსაც 27-ში ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციები სავსებით უმართავი და არაპროგნოზირებადი იქნება. ეს ის პერიოდია, როცა ქალბატონებს განსაკუთრებით ეტყობათ უგუნებობა, გაღიზიანებადობა და მომატებული აგრესიულობა. შესაბამისად, ბევრი მამაკაცისთვის იქნებ გაუგებარიც კი იყოს მათი საქციელი.
დაწყებული მიმდინარე კვირიდან, ნოემბრის მთელი პირველი დეკადის მანძილზე საუკეთესო პერიოდია მათთვის, ვინც ხანგრძლივ მივლინებებს, უცხოელებთან საქმიან მოლაპარაკებას და ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავს საზღვარგარეთ მყოფებთან თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, ეს კარგი პერიოდია ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, მათი საქმიანობა შესამჩნევად გააქტიურდება.
ახალ კვირაში ასევე არ არის ცუდი საცხოვრებელი ადგილის ცვლა და ახალ, გაცილებით უფრო მშვიდ და კომფორტულ ადგილას გადაბარგება.
თუკი თქვენს ცხოვრებაში კრიზისული ან ქაოსური სიტუაციაა, ბოლო ორი კვირის მანძილზე, უახლოესი ათი დღის მანძილზე შესაძლოა, აბსოლუტურად არაორდინალური გზით მოახერხოთ პრობლემების დარეგულირება და ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელზეც ადრე არც კი გიოცნებიათ. ოქტომბრის მიწურული საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ შეცვალოთ ცხოვრება, გარემო და სიტუაციები. მთავარი კი ამ მხრივ შინაგანი ცვლილებაა და მზაობა, ახალი უფრო საინტერესო ცხოვრებისთვის.

Comments

comments