კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19 – 25 ოქტომბერი

47
SHARE

ახალი კვირა, უფრო სწორად მისი მეორე ნახევარი მეტ-ნაკლებად ჰარმონიული ასპექტებით და შესაბამისად, ადეკვატური მოვლენებით გაგვახარებს. თუმცა, სანამ კვირის შუაგულამდე მივალთ, უნდა გადავაგოროთ 22 ოქტომბერს წარმოქმნილი რთული ტაუკვადრატი ანუ სამი პლანეტის ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც მერკური, ურანი და პლუტონი შედიან… ამ ყველაფერის ხარჯზე კი კვირის მანძილზე კატეგორიულად გეკრძალებათ საჭესთან გადამეტებული სიჩქარით თავის გათამამება, ასევე ცინიკური შენიშვნებისა და კომენტარების (თუნდაც სავსებით ობიექტური მიზეზით) გამოყენება. საქმიანი მოლაპარაკებებისას მკვეთრი რეპლიკები და ექსცენტრიკულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში 22-25 ოქტომბრის შუალედი შესაძლებელია ბევრის ცხოვრებაში ერთობ “ფეთქებადსაშიში” და საკმაოდ “ტოქსიკურიც” აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში. ნუ გაგიკვირდებათ თუ ამ დროს ადგილი ექნა სხვადასხვა ტიპის ტექნიკის დაზიანებას ან უბრალოდ მწყობრიდან გამოსვლას, იმიტომ რომ მერკური ზოგადად ტექნიკის და კომუნიკაციის “კურატორია”.

ამ პერიოდში შესაძლოა პოლიტიკური კლიმატიც “გახურდეს”, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებში მოიმატებს ამბიცია და სხვებისთვის საკუთარი სცენარით თამაშის წესების დაწესების მოთხოვნილება. ულტიმატუმის მთავარი საფუძველი და “ბეგრაუნდი” კი ინფრმაცია (შესაძლოა მაკომპრომიტირებელიც კი) იქნება.

კვირის შუა პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ თუნდაც უბრალო, მეგობრულ საუბრებში სხვისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევის დიდ ცდუნებას. გარდა ამისა, შესაძლებელია ბევრ თქვენთაგანას გაუჩნდეს აკვიატებული იდეები, ან ზედმეტად მოახდინოთ კონსოლიდაცია ერთ, რთულად გადასაჭრელ პრობლემაზე, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს, სხვა გაცილებით უფრო აქტუალური საკითხების მხედველობის არიდან გამორჩენას. სასურველია, ენერგია და “ქექვის” სურვილი შინაგანი სამყაროსკენ მიმართოთ. დაკავდეთ იოგით, მედიტაციით ან ლოცვით. იკითხოთ ან უყუროთ დეტექტივებს.

კვირის მიწურულს როგორც იქნა, დადგება დრო, ყურადღება დაუთმოთ მშვიდ და ნაყოფიერ ფინანსურ ან საქმიან გათვლებს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ “კარზე მოგვადგა” საკმაოდ რთული პლანეტარული დაპირისპირება სატურნისა და ნეპტუნის სახით, ამიტომ წლევანდელ წელს არ ღირს მასშტაბური და გრანდიოზული ფინანსური გარიგებების წარმოება. იმიტომ რომ მომავალი წლიდან, ეკონომიკა ალაგ-ალაგ ისევ განიცდის “კოლაფსურ” მდგომარეობას და რაც დღეს პერსპექტიულ და მომგებიან საქმიანობად გეჩვენებათ, შესაძლოა სულაც არ იყოს დიდი შემოსავლის მომტანი. მოკლედ, როგორც იტყვიან,  “დღევანდელი კვერცხი ამჯობინეთ, ხვალინდელ ქათამს”…

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი