კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12 -18 ოქტომბერი

89
SHARE

თავშივე ვიტყვი, ოქტომბრის მეორე ნახევარი, ზოგადი ასტროლოგიური ტენდენციების მხრივ, საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს პოზიტიური, წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის მომტანი პერიოდი. თუმცა, შანსი არის მხოლოდ მათთვის, ვისაც ქალწულის თვისება – შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ, მუყაითი შრომა არ ეზარება. ქალწულის ზოდიაქო ამაოდ როდი ვახსენეთ, უახლოეს პერიოდში ვენერა, მარსი და იუპიტერი ანუ ის პლანეტები, რომელთაც “სიტყვა ეთქმით” ადამიანების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მსვლელობაზე ზუსტად რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გამაგრდებიან. ამიტომ, თუკი გინდათ, რომ ოქტომბერი თქვენთვის თუ კლიმატურად არა, ემოციურად და ფინანსურად მაინც იყოს “თბილი” აუცილებელია ქალწულებს მიებაროთ საუკეთესო თვისებების სასწავლებლად.

კვირა მზე-ურანის ოპოზიციით დაიწყება, რის ხარჯზეც გამორიცხული არაა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულმა ფინანსურმა შეფერხებებმა იჩინოს თავი. ეს ის პერიოდია, როცა თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის გადასახადების, კრედიტების, მოულოდნელი ჯარიმების წარმოქმნის ალბათობა. ამიტომ კვირის დასაწყისში აუცილებელიც კია ფულთან მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ პრობლემები. ამ დღეების მანძილზე ადამიანებს ექნებათ მარტოობის განცდა, ამიტომ გარშემო მყოფებისგან თუნდაც უმნიშვნელო სითბოს გამომჟღავნებაზეც კი მადლიერება იქნება მათი რეაქცია. შესაბამისად, კვირის დასაწყისში გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და გულისხმიერება, როგორც ოჯახის წევრების, ისე საყვარელი ადამიანებისა და უბრალოდ ნაცნობების მიმართ. მერწმუნეთ, მოგებული დარჩებით!

სამაგიეროდ, თუკი რომელიმე თქვენგანს უახლოესი წარსულის მანძილზე აწუხებდა გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, ამა თუ იმ ჩახლართულ საქმეში ზუსტად კვირის დასაწყისში შეიძლება “გაგინათდეთ” გონება და ეთობ ორიგინალური გამოსავალიც იპოვნოთ ამ ყველაფრიდან.

კვირიდ შუაგულში ახალმთვარეობას ველოდებით, ამიტომ სასურველია, ამ კვირის მეორე ნახევრიდან აქტიურად დაირაზმონ “მოდიეტეები” და საკუთარ სხეულსა და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა დაიწყონ. მით უმეტეს, რომ ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს “დაუმიზნებს”, რაც თავისთავად მიანიშნებს სილამაზის, ჰარმონიისა და დახვეწილობის განსაკუთრებულ მოთხოვნილებაზე ადამიანებში.

კვირის მიწურულს შავი მთვარის, ვენერას და “დიდი მისტიფიკატორის” ნეპტუნის ნეგატიური ალიანსი საკმაოდ გაზრდის შეყვარებულ და დაოჯახებულ წყვილებს შორის ტყუილისა და ილუზიების ალბათობას. ამიტომ სასურველია, სანამ გადაწყვეტილებას ცხელ გულზე მიიღებთ და “მატყუარას” ადგილს მიუჩენთ, მშვიდად გადააგოროთ დასვენების დღეები. მერწმუნეთ, ორშაბათიდან, გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და აბსურდული მოგეჩვენებათ, იმიტომ რომ სიტუაციის რეალური სცენარი, შესაძლოა აბსოლუტურად სხვაგვარი იყოს.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი