კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21 – 28 სექტემბერი

117
SHARE

მაშ ასე, კვირის დასაწყისში კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ ღრმად… იმიტომ რომ, წინ კიდევ ერთი “დაბნელება” გვიახლოვდება, თანაც ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, თანაც ამჯერად მთვარის და არა მზის. რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირფასო ქალებო, ნერვები უნდა აკონტროლოთ, ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ და მამაკაცების გასაგონად ვიტყვი იმასაც, რომ კვირის მიწურულს თქვენ მიერ გამოვლენილ პრეტენზიულ ტონს სასურველია ლოიალური ღიმილით დაუპირისპირდნენ. ეს ერთადერთი, აპრობირებული ხერხია დაბნელებისას, სუსტი სქესის წარმომადგენლებში მოზღვავებულ ემოციებთან გასამკლავებლად. თუმცა მანამ, სანამ მთვარე დაბნელებულა და გავსებულა კიდეც, მზემ სასწორის ზოდიაქოში უნდა გადაინაცვლოს 23 რიცხვში, მერკანტილური და რაციონალური ქალწულიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში უახლოესი ერთი თვის მანძილზე მოიმატებს რომანტიკული განწყობა, სურვილი დაალაგონ ან წამოიწყონ პარტნიორული ურთიერთობები (მით უმეტეს, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა, საბოლოოდ გათავისუფლდა რეტრო-ფაზის გავლენიდან და სასიყვარულო კავშირებს მწვანე შუქი აუნთო ამით).
გარდა ამისა, მზე სასწორში აუცილებლად მოიტანს ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების სწორად წარმართვის აუცილებლობას და მათზე მუშაობის გააქტიურებას. თუმცა, მთვარის დაბნელება კვირის ბოლოს, რომელიც სასწორის ოპოზიციურ ვერძის ნიშანში ხდება, საგრძნობლად გააქტიურებს ზუსტად ამ კუთხით წამოჭრილ პრობლემებს – ბევრ წყვილს გაუძნელდება მონახოს ზღვარი უაზრო პრინციპულობასა და დიპლომატიურ-შემწყნარებლურ მიდგომას შორის მეორე ნახევრის მიმართ. ეს ის პერიოდია, როცა კონფლიქტი არათუ უშედეგო, დამღუპველად პროგრესირებადიც კი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, უახლოესი კვირის მანძილზე ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, მართონ თქვენი კეთილგონიერება. მარტივად რომ ვთქვათ, ცოტაც მოითმინეთ… ეს კვირა მალე გავა და ყველაფერი დალაგდება.
კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, პლანეტა მერკურის უკანმავლობა (რეტრო-ფაზა) გახლავთ. მოკლედ, ვენერა გათავისუფლდა და მისი ადგილი მერკურმა დაიკავა, არ გვაცლის კოსმოსი თავისუფლად სუნთქვას. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი, ლოგიკური ახსნა და მერკურის უკანმავლობასაც მათ შორის. არის ხოლმე რაღაც შეცდომები ჩვენს ცხოვრებაში, რომლის გასააზრებლადაც ხანდახან ადამიანებს “წარსულში დაბრუნება” და ყველაფრის ახლებურად გააზრება სჭირდებათ. ზუსტად ამის საშუალებას მოგვცემს მერკურის რეტროგრადული ფაზა, მით უმეტეს, რომ იგი ამ ეტაპზე სასწორის ზოდიაქოში ხდება. გამორიცხული არ არის უახლოესი სამი კვირის მანძილზე (მანამ, სანამ მერკური ე.წ. “უკუღმართად ბრუნავს”) თავი ძველმა პარტნიორებმა ან წარსულში დიდი ხნის წინ დარჩენილმა, მოუგვარებელმა პრობლემებმა შეგახსენოთ. კარგი დროა შერიგების, ძველი ურთიერთობების ახლებურად გააზრების კუთხით. ასე რომ, სასურველია, ეს პერიოდი თქვენი ურთიერთობების “გენერალური დალაგებისთვის” გამოიყენოთ. 

რაკიღა მერკურის რეტროგრადულობა საყოფაცხოვრებო დონეზეც იწვევს გარკვეულ შეფერხებებს, გული არ მითმენს, რომ არ გაგაფრთხილოთ (მით უმეტეს, რომ საკუთარი და არაერთჯერადი მწარე გამოცდილებაც მალაპარაკებს) ნუ იყიდით ახალ ტექნიკას. თავი შეიკავეთ მობილურის, კომპიუტერის, ავტომობილის “გაუმჯობესებაზე” ზრუნვისგან უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში, თუ არ გინდათ, რომ შენაძენმა ბევრი განერვიულოთ ტექნიკური გაუმართაობის ან სულაც ქარხნული, იშვიათი წუნის გამო. რეტრო მერკურის პერიოდში ასევე არ ღირს სამსახურის შეცვლა, მით უმეტეს ისეთ სფეროში გადაბარგება, რომელიც თქვენთვის ახალია და ნაკლებად ათვისებული. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან შეთანხმებებს და გარიგებებს, ნუ წამოიწყებთ სამართლებრივ დავას. თუ არ გინდათ, რომ ეს ყველაფერი დროის, ემოციებისა და ფულის ამაო ხარჯვის საწინდარი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი