კექსი ცუკატებით

358
SHARE

ინგრედიენტები: 600 გრ ხაჭო, 250 გრ კარაქი, 6 ც კვერცხი, 4 ჭიქა ფქვილი, 1.5 ჭიქა შაქარი, ½ ც ლიმონი 1 ჩ/კ ვანილის პუდრა, ½ ჭიქა ქიშმიში, ½ ჭიქა ცუკატები, მწიკვი მარილი.
მომზადების წესი: კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად ავთქვიფოთ. კარაქი დავადნოთ. ნახევარი ლიმონიდან წვენი გამოვწუროთ და კარაქთან და მარილთან ერთად ათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ. მიღებულ მასას ხაჭო დავუმატოთ. ამ მასას საფუართან არეული ფქვილი დავუმატოთ და მოვზილოთ რბილი ცომი. ცომი ფორმაში მოვათავსოთ და 180° ღუმელში 40-50 წუთით შევდგათ.
მინანქრის მოსამზადებლად, კვერცხის ცილა და ნახევარი ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ. მას შემდეგ, რაც ნამცხვარი გამოცხვება, მიმანქარი მოვასხათ და ფერადი ქიშმიშითა და ცუკატებით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი