კექსი კარამელის ტოპინგით

99
SHARE

ინგრედიენტები: 4 კვერცხი; 3/4 ჭიქა თაფლი; 2 ჭიქა ფქვილი; 1/3 ჭიქა ზეთი; მარილი – მწიკვით.
მომზადების წესი: ცალკე კვერცხის გულები ავთქვიფოთ, ფქვილი, ზეთი დავუმატოთ და თქვეფა გავაგრძელოთ. შემდეგ თაფლი, მარილი და ბოლოს ათქვეფილი კვერცხის ცილა დავუმატოთ და კარგად მოვურიოთ. მიღებული მასა სპეციალურ ცხიმიან საცხობ ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 175 გრადუსზე 40 წუთით შევდგათ. მზა კექსს კარამელის ტოპინგი მოვასხათ.

FB კომენტარები

კომენტარი