კეტი პერიმ ტვიტერში 100 მილიონი „ფოლოვერი“ მოაგროვა

113
SHARE

ამერიკელი მომღერალი კეტი პერი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც ტვიტერში 100 მილიონი „ფოლოვერი“ მოაგროვა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
შესაბამისი ინფორმაცია ტვიტერში მიკრობლოგების სერვერის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მეორე ადგილზეა კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი, რომელსაც 98 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო მესამეზე – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა 91 მილიონი „ფოლოვერით“.
კეტი პერიმ პირველი ტვიტი 2009 წელს გამოაქვეყნა. მას მემდეგ მან 8 ათასზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა.

FB კომენტარები

კომენტარი