კესარია გადაცემა „ფეის თაიმსს“ სასამართლოში უჩივლებს – რატომ გაიქცა ეთერიდან ქართველი ტრანსგენდერი (ვიდეო)

635
SHARE

ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა “ფეის თაიმზე” გაბრაზებულია. სკანდალური გადაცემა ყვითელი ამბებით არის დატვირთული და იქ მისულ სტუმრებს სკანდალურ კითხვებს უსვამენ. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა კესარიაც, თუმცა ეთერში ჯერ გადაცემა არ გასულა, მისი ანონსი კი უკვე სოციალურ ქსელში აქტიური მსჯელობის საგნად იქცა. კესარია აბრამიძე გადაცემის ჩაწერისას ძალიან გაბრაზდა და ეთერიდან გაიქცა. კესარია აბრამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გადაცემას სტატუსიც მიუძღვნა. “ეს არის გადაცემა, სადაც ზედმეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ეს ყველაფერი მარაზმში გადადის. რა უფლება აქვს წამყვანს, როცა ტლიკინებს ჩემს პირადზე, ბოლომდე გავყვები და ვუჩივლებ, თუკი ბოდიშს არ მოიხდის… ზოგადად, მეგონა, რომ ეს მარაზმი ეთერში არ მოხვდებოდა! აშკარაა, რომ მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევენ საკუთარ თავს! ძალიან „გაბლატავდა“ ქართული თავხედი მედია”… – წერს კესარია.

FB კომენტარები

კომენტარი