კესარია აბრამიძის დიეტა და სილამაზის საიდუმლო – რამდენ ლიტრ წყალს სვამს დღეში ვარსკვლავი

115
SHARE

კესარია აბრამიძე ყოველთვის კარგ ფორმაშია. მისი გარეგნობა ზოგს შურს, და ზოგიც ცდილობს, მიბაძოს თავის მოვლაში. შევეცადეთ გაგვერკვია კესარიას სილამაზის საიდუმლო და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– კესო, დიეტებს მიმართავ?
– არასოდეს მქონია წონასთან პრობლემა. ბოლო წელია, რაც ვერიდები ძალიან ცხიმიან საკვებს და ხორცეულს.

– მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეკრანზე ჩანხარ ხშირად…
– მაქსიმალურად ვცდილობ, ხორცი ამოვიგო კვების რაციონიდან. ჯანსაღი კვება, აუცილებელია. ეკრანი ძალიან ასუქებს. ცხოვრებაში მომწონს ცოტა მოსუქებული ყოფნა, მაგრამ შემდეგ ეკრანზე აღარ მომწონს ხოლმე ჩემი თავი. მოკლედ უნდა აირჩიო, რომელი გირჩევნია.

– მას შემდეგ, რაც ხორცზე უარს ამბობ, რამდენი კილო დაიკელი?
– არ დამიკლია წონაში. ვგიჟდები ჭამაზე და ვჭამ ძალიან ბევრს. თუმცა რაღაცები ამოვიღე, კვების რაციონიდან. ვცდილობ, მივირთვა ბოსტნეული და გაგანდობ ჩემს საიდუმლოს, ვსვამ უამრავ წყალს – დღეში 4 ლიტრამდე.

– ვარჯიშობ?
– იოგაზე დავდიოდი. მერე შევეშვი და ძალიან განვიცდი იმ ფაქტს. მას შემდეგ, რაც აღარ ვვარჯიშობ, ძილი ვერ დავირეგულირე, რაც ძალიან ცუდია ჯანრთელობისთვის.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი