კენიაში იშვიათი თეთრი ჟირაფი აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)

273
SHARE

იშვიათი თეთრი ჟირაფი აღმოაჩინეს კენიაში. უცხოური მედია ცხოველის ფოტოებს აქვეყნებს და ამ ამბავს „დაუჯერებელს“ უწოდებს. ორგანიზაცია Northern Rangelands Trust-ის ფოტოგრაფის, ჯეიმი მანუელის თქმით, სტანდარტული შეფერილობის ჟირაფები თეთრი ნათესავის განსხვავებულ გარეგნობას არ იმჩნევდნენ. თავად ჟირაფი სრულიად ჯანსაღად გამოიყურებოდა და კარგადაც იკვებებოდა.

ცნობისთვის, ზოგიერთი ცხოველის კანის უჯრედები არ გამოყოფენ პიგმენტს, ამიტომ აღმოჩენილი იშვიათი ჟირაფის შეფერილობა თეთრია.

FB კომენტარები

კომენტარი