კეიტ მოსმა და კარა დელევინმა ერთმანეთი გააშიშვლეს (ფოტოკოლაჟი)

358
SHARE

კეიტ მოსმა და კარა დელევინმა ერთმანეთს გულახდილი ფოტოები გადაუღეს. ტოპ-მოდელებმა თამამი ფოტოები Instagram-ზე განათავსეს. 41 წლის ბრიტანელი მოდელი კეიტ მოსი და კარა დელევინი დიდი ხნის მეგობრები არიან. სუპერმოდელებს არაერთ პროექტში მოუწიათ ერთად მუშაობა, მათ შორის სარეკლამო კატალოგებისა და მოდის ჟურნალების ფოტოსესიებისთვის.

ახლახანს კი ლამაზმანებმა „ინსტაგრამზე“ ეროტიკული ფოტოები განათავსეს. რაც მთავარია, ამისთვის მათ ფოტოგრაფის დახმარება არ დასჭირვებიათ. საწოლში გადაღებული თამამი ფოტოები ერთმანეთს, მოდელებმა თავადვე გადაუღეს.

„სუპერ კეიტი. ფოტო მე გადავიღე“, – დაწერა 23 წლის დელევინმა და ფოტო ამ სათაურით მოსის Instagram-ზე გამოაქვეყნა. მას არც ქეითი ჩამორჩა და მეგობრის პირად გვერდზე სურათი წარწერით – „სუპერ ქალი. ფოტოს ავტორი – მის მოსი“ დაუდო. მასზე დელევინი თეთრი შუბითა და „სუპერმენის“ ლოგოიანი სტრინგითაა აღბეჭდილი.

მოდელებმა ამ ფორმით ბრენდი Mango-ს მიმართ ყურადღების მიქცევა სცადეს. გოგონები ლეიბლის სარეკლამო კამპანიას მილანში წარმოადგენენ.

1 2 3 4

FB კომენტარები

კომენტარი