კახა მამულაშვილი: არავისთან სამათხოვრო არაფერი გვაქვს

158
SHARE


  არ ვართ ადამიანები, რომ ვინმეს სამათხოვრო გავიხადოთ, რომ კონცერტზე გამოგვყვანონ, – აღნიშნული განცხადება გადაცემა “რეაქციაში” პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ მომღერალს თბილისის კონცერტებში სიმღერის ამბიცია ჰქონდეს.
„დედას ვფიცავარ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს დაგვიძახებენ, თუ არა. არ ვართ ადამიანები, რომ ვინმეს სამათხოვრო გავიხადოთ, რომ კონცერტზე გამოგვყვანონ. როდესაც კულტურის სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რეგიონში უნდა წავსულიყავით, ავუხსენი ადამიანს, რომ საღამოები თბილისში გვქონდა დაგეგმილი. მეორე, რა არის ცუდი, რომ ამბიცია გქონდეს ჩამოყალიბებულ კომერციულ მომღერალს, რომ მონაწილეობა მიიღო თბილისის კონცერტში. რეგიონში, რომ მიდიხარ და მაგნიტოფონის დინამიკს გიდგამენ, ის არის კარგი?“, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი