კახა კუხიანიძემ მსმენელს ახალი სიმღერა აჩუქა – „მე არ გავჩერდები და სიახლეებით გავანებივრებ მსმენელს“ (ვიდეო)

54
SHARE

მომღერალმა კახა კუხიანიძემ მსმენელებს ახალი სიმღერა შესთავაზა. სიმღერის „აღარ მინდა“ ტექსტის ავტორი მარიამ პავლიაშვილი, სიმღერის და არანჟირების ავტორი კი – ალეკო ბერძენიშვილია.

როგორც მომღერალმა „კვირა +“ -სთან საუბრისას აღნიშნა, სიმღერაზე მოლდაველ სპეციალისტებთან ერთად უკვე კლიპიც გადაიღო. კლიპში კუხიანიძეს პარტნიორობას უწევს პოპულარული მომღერალი ELLIZ.

„მოლდავეთში – moldstar production- ში ვიყავი მიწვეული, რომელმაც აწარმოა კლიპის გადაღების ორგანიზება. ამ „პროდაქშენის“ მთავარი კლიპმეიკერი, ქართველი  ივა ევიჩია, (ივა ჩახუნაშვილი) რომელსაც უამრავი უცხოელი ვარსკვლავის კლიპები აქვს გადაღებული, ვნახე თუ არა მისი ნამუშევრები, გადავწყვიტე ამ სიმღერაზე მისთვის მიმენდო კლიპის გადაღება. კლიპის იდეაზე,სცენარზე და რეჟისურაზე მანვე იმუშავა, დაგეგმილი გვაქვს, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, ჩემს ახალ ალბომზე და ახალ სიმღერებზე. კლიპში კი ჩემი მუზა და პარტნიორია – ცნობილი ELECTRO HOUS ის და POP DANCES შემსრულებელი, პოპულარული მომღერალი ELLIZ. თვითონ სიმღერა ჩაიწერა სტუდია „ბრავო რექორდსში“. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ამ ადამიანს, ვინც კლიპზე და სიმღერაზე იმუშავა. ერთი თვის წინ გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერის კლიპი – “ამ გულს” და მე ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ახალი კლიპის გადაღება შევძელი ერთი თვის შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ გავჩერდები და სიახლეებით გავანებივრებ მსმენელს. ყველა შემოქმედ ადამიანს წინსვლა მინდა ვუსურვო“,- განაცხადა კახა კუხიანიძემ.

12240851_1080279498683560_5130733846151392391_o 12247717_1080279502016893_6043951223773884216_o 12265914_1080279495350227_3799194686337082900_o

FB კომენტარები

კომენტარი