კახა კალაძე სტეფანე მღებრიშვილის კონცერტს დაესწრო

151
SHARE

თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართა. საახალწლო კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაესწრო.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისის მერიის ორგანიზებით, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებებს 13 იანვრის ღამეს, ნინო ქათამაძის კონცერტი დაასრულებს.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შობა-ახალ წელს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საახალწლო კონცერტები 14 იანვრამდე გაგვეგრძელებინა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ჩვენს ჯადოსნურ საახალწლო სოფელს. დღეს სტეფანეს კონცერტი იყო, ხვალ კი ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, რითაც დავასრულებთ საახალწლო ღონისძიებებს დედაქალაქში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2019 წელი იყოს ასეთივე ემოციებით დატვირთული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი