კახა კალაძე ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანს რთავს – ვიდეო

102
SHARE

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო.
„მეც ვიღებ მონაწილეობას აქციაში – „ერთად მოვრთოთ ქალაქი“. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველას გელოდებით დედაენის ბაღში. შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები. რვა საათზე ნიაზ დიასამიძის კონცერტი იწყება და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცივა და რომ არ გაცივდეთ, თბილად ჩაიცვათ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად, შეძლებისდაგვარად, მორთონ საკუთარი აივნები. ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ აქციაში, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის გალამაზებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის სავალდებულო. ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა ქალაქის სხვადასხვა საკითხებზე და მე მაქვს თქვენი თანადგომის იმედი“, – აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, მანამდე კახა კალაძე ლილოს ბაზრობაზე იმყოფებოდა, სადაც მან საკუთარი აივნისთვის საახალწლო ილუმინაციები შეიძინა.

FB კომენტარები

კომენტარი