კაცმა ცოლს 55 ათასი კაბა უყიდა (ფოტო)

44
SHARE

არიზონელი პოლ ბროკმანი მსოფლიოში ქალის ყველაზე დიდი გარდერობის მფლობელია. ის მის ავტოფარეხშია განთავსებული. ბროკმანს პირად კოლექციაში 55 ათასი კაბა აქვს.
83 წლის მამაკაცს არც ფსიქიკური დარღვევა და არც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს. უბრალოდ მას ძალიან უყვარს თავისი მეუღლე – 61 წლის მარგო და მუდამ მის გალამაზებაზე ზრუნავს.
„როდესაც ვხედავ კაბას, რომელიც ნამდვილად მომწონს, მაშინვე ვყიდულობ“, – ამბობს პოლი.
მარგოს გარდერობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გერმანიაში, ერთ-ერთ საცეკვაო მოედანზე, ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მარგოს არ ახსოვს, რომელი კაბა ეცვა, მაგრამ პოლი ირწმუნება, რომ ქალი საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა.
„როდესაც იქ მივედი, მაშინვე მარგო დავინახე. მთელი ღამე ვცეკვავდით, შემდეგ კი ერთმანეთი შეგვიყვარდა“, – აღნიშნავს მოსიყვარულე ქმარი.
მას მერე კი პოლი მეუღლეს მუდმივად ყიდულობს კაბებს, რომლებიც 1950-იანი წლების სტილშია შეკერილი. ვინტაჟურ სამოსს ის ძირითადად ავტოფარეხებიდან გატანილი ნივთების გამოფენა-გაყიდვებზე ყიდულობს. უკანასკნელი კაბა 2014 წელს არის შეძენილი. ახლა კი პოლმა გადაწყვიტა კოლექცია გაყიდოს და მარგოს მხოლოდ 200 ეგზემპლარი დაუტოვოს.

FB კომენტარები

კომენტარი