კაცმა აუქციონზე ერთის ნაცვლად შემთხვევით 1 000 ქათამი იყიდა

51
SHARE

ახალ ზელანდიელმა კაცმა, სახელად სტივ მოროუმ ონლაინაუქციონზე ფსონის სახით $1,5 ქათმის შესაძენად დადო. სტივს ეგონა ერთ ქათამს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 1 ცოცხალი ქათმის ნაცვლად 1 000 ქათამი, სიმბოლურ ფასად იყიდა.

განცხადებაში მითითებული იყო, რომ ერთ-ერთი პატარა ფერმა ადგილმდებარეობას იცვლიდა და გამარჯვებული ფსონის ავტორს შეეძლო იმდენი ქათამი წაეყვანა, რამდენიც სურდა.

როგორც სტივი ამბობს, მისი მიზანი, ქათმის სიკვდილისგან გადარჩენა იყო. ასეც მოხდა, თუმცა მან ბევრად მეტი ფრინველი იხსნა სიკვდილისგან. ქათმების ნაწილი ფრინველების თავშესაფარში გადაიყვანეს და უსაფრთხოდ დააბინავეს.

FB კომენტარები

კომენტარი