კაციჭამიების დედა წლის საუკეთესო ქალად დაასახელეს – ქალი, რომელმაც სამი დრაკონი გააჩინა, ყველაზე სექსუალურად მიიჩნიეს (ფოტოკოლაჟი)

130
SHARE

ცეცხლისმფრქვეველი  დრაკონების დედა და ვერცხლისფერი დედოფალი დაინერის ტარგარიანი –  მსოფლიოში ცნობილი ტელესერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“,  2015 წლის მსოფლიოს  ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს. ბრიტანელი მსახიობი ემილია კლარკი ავტორიტეტული  გამოცემა ESQUIRE-ს ფავორიტი გახდა.

ჟურნალი 2015 წლის სექსუალური ქალების სრულ რეიტინგს მოგვიანებით გაახმაურებს.

„ემილია კლარკი „სამეფო კარის თამაშებიდან“ უბრალოდ შთამბეჭდავი და დაუვიწყარია, ამიტომაც ის ამ ტიტულის პირველი პრეტენდენტი იყო. ამ მოსაზრებას იზიარებებენ ჟურნალ „ესქუაიერის“  თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები“,- განმარტა  ჟურნალის  პროექტების ხელმძღვანელმა ლიზა ჰილტელმანმა.

28 წლის ბრიტანელი მსახიობისთვის, სამეფო ტახტის მემკვიდრე დაინერის ტარგარიანის განსახიერება  GAME OF THRONES-ში, გახდა პირველი სერიოზული და უდიდესი როლი მის კარიერაში, რომელმაც ემილია კლარკს EMMY AWARDS-ის პრემია მოუტანა 2 ნომინაციაში. ხმაურიანი ტელეპროექტის პირველ სეზონებში მსახიობი ეროტიკულ კადრებში არც თუ ისე იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან უარი თქვა თამამ სცენებში მონაწილეობაზე. შემდეგ უკვე მას სექსის სცენებში დუბლიორი ცვლიდა.

„როდესაც სექსი სახეზე ამაფარეს, მე უბრალოდ ვერ გადავიტანდი ამას“, – ასე განმარტა მსახიობმა მისი თავშეკავება თამამ სცენებში გადაღებაზე.

 ცნობილი როლის გარდა, კლარკმა ახლახანს განასახიერა სარა კონორის პერსონაჟიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სერიაში – „ტერმინატორი: გენეზისი“. ამის შემდეგ მსახიობმა მონაწილეობა რამდენიმე პროექტშიც მიიღო, სადაც მან ეპიზოდური როლები შეასრულა.

1 Esquire-Emilia Clarke 2-2 3 Emilia Clarke Los Angeles CA USA Emilia Clarke as Daenerys Targaryen in a scene from the ©HBO TV se 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 150313_THR_EmiliaClarke_0276 150313_THR_EmiliaClarke_0292 150313_THR_EmiliaClarke_0333 150313_THR_EmiliaClarke_0365 gallery-1444418953-emilia-clarke-sexiest-woman-alive-2015-006 Paris Fashion Christian Dior Photocall Emilia Clarke thr_emilia_clarke ლ

FB კომენტარები

კომენტარი