“კაცები ნერვებს მიშლიან, ქალებო გააქტიურდით” – ბარაკ ობამას მიმართვა პოლიტიკოსებს

51
SHARE

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ქალების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აფრიკელ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, ქალების გააქტიურება ბევრ პრობლემას გადაჭრის.
მან ისიც განაცხადა, რომ ბოლო დროს მამაკაცები ძალიან ზემოქმედებენ მის ნერვულ სისტემაზე.
„პოლიტიკოსი კაცები ბოლო დროს ნერვებს მიშლიან“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში ეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მეორე მიმართვა იყო.

FB კომენტარები

კომენტარი