“კატო კირვალიძის” “დრამატული ხვედრი” და გაღიზიანებული საზოგადოება – “კაცის მაძებარი დებილი”…

822
SHARE

“თუ კაცს უნდა აუხსნა რა გეწყინა, მაშინ სჯობს საერთოდ არ აუხსნა” – ”კატო კირვალიძემ” „ჩცდ-ს“ მაყურებელს მორიგი მარგალიტი შესთავაზა. კატოს ამჯერადაც არ გაუმართლა ბედის ძიების გზაზე და კვლავ მარტო დარჩა. მაყურებლმა უსიყვარულოდ დარჩენილი კატოს მიმართ ცინიკური და ენამოსწრებული პასუხები არ დაიშურა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„კატოს პოდრიად ყველასგან რომ ბავშვი გაეჩინა ვისაც მისცა-საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა აღმავლობისაკენ წავიდოდა. მინიმუმ რუსეთს დავეწეოდით“
„კატო ისევ გაწბილდა, დარჩა ბედის ამარა, ასეთ გოგოს არ უმართლებს და ვინ გათხოვდეს, ლამარა?“
„კატომ ბიჭი ვერ არჩია და ვერ შეკრა კამარა. კატო თუ ვერ გათხოვდება, ვინ თხოვდება? ლამარა?!“
„კატოს ქმრებში არ უმართლებს, სიამაყის ბრალია, უჩას აბუჩად აგდება, როგორ ფიქრობ, კარგია?“
„კატო თვითონ ვერ ერკვევა, სახლი სურს თუ ქუჩა. გმირიც, ბაბუც ვერ შეირგო… ვინ უშველის? უჩა?!“

„ამ გოგოს როლი აღარ გადახუნდა??? რა უბედურებაა მთელი სერიალი კაცის მაძებარი დებილი უნდა იყოს??? ან დაუსვით წერტილი ამგვარ განვითარებას ან გააქრეთ საერთოდ“
„ძალიან მოსაბეზრებელი გახდა დაუსრულებელი ძიება ვიღაც იდეალის. უსაქმური პირველი ქმარი ვერ შეიფერა, ბაბულიკი ვერ შეიფერა, გმირი ვერ შეიფერა, მეფე თუ რაინდი ბარათეონი ვერა, მუსიკოსი ხურცილავა ვერა, ყურმოჭრილი მონა უჩა გააგდო.. ვერავინ შეიფერა ამ გოგომ და რაღას ეძებს ვერ გავიგე!“
„2 ჯერ ქონდათ უკვე სექსი? აბა კატომ სანამ არ შეგიყვარებ არ მოგცემო. როდისღა მოასწრეს“
„ვკითხულობ კომენტარებს და ისტერიკა მაქვს სრული…ამ გოგოს როლი არასდროს გაუფერულდება იმიტომ, რომ ძალიან რეალურთანაა გაიგივებული…ვგიჟდები მის ეპიზოდებზე და იმ სიტუაციებზე რაც მის ირგვლივაა… ზუსტად ასეთი მამაკაცების გარემოცვაა უმეტესწილად, ზუსტად ასეთი გაუგებარი და უცნაური, ისევ მაყურებლისთვისაა ეს ზუსტად გათვლილი და თუნდაც სახალისო ტრაგედიული ისტორიები!!! ნუ, რა თქმა უნდა, თურქულ სერიალებთან შედარებით მოსაწყენია, ალბათ. მე მომწონს“.
„კატოს სკოლიდანვე უყვარდა მიცემითი ბრუნვა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

FB კომენტარები

კომენტარი