კატამ მერძევეს ფული მოპარა

77
SHARE

ინგლისში კატა სახელად ტეო, როგორც მისი პატრონი ყვება, მუდმივად იპარავდა სხვადასხვა ნივთს: თოჯინებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, საწერ კალმებსა და მობილურის სატენსაც კი. როდესაც ოჯახი საცხოვრებლად სხვა ადგილას გადავიდა, ერთ დღეს, ტეომ სახლში 26 ფუნტი მოიტანა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მეზობელმა ფული პაკეტში მერძევეს დაუტოვა. საბედნიეროდ, ფულთან ერთად მერძევესთვის განკუთვნილი წერილიც პაკეტში იყო მოთავსებული და თანხა კატის პატრონმა მფლობელს დაუბრუნდა.
„ახალგაზრდა მამაკაცმა გაიღიმა, ფული გამომართვა და ისე მოიქცა, თითქოს ეს პირველად არ მომხდარა“, – განაცხადა ტეოს პატრონმა.

FB კომენტარები

კომენტარი