კატამ მემკვიდრეობით 30 ათასი ევრო მიიღო

55
SHARE

იტალიაში კატამ სახელად ჯერი, პატრონისგან მემკვიდრეობით 30 ათასი ევრო მიიღო. როგორც იტალიური მედია იუწყება, ქალბატონი თავის ოთხფეხა მეგობარს, ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრად მიიჩნევდა. მან მოისურვა, რომ კატის ავადმყოფობის შემთხვევაში, ოჯახს მისი მკურნალობისთვის ფული არ დაეზოგა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი ანტიკვარიატი და საიუველირო ნაკეთობებიც გაეყიდათ.
გარდაცვლილი ქალბატონის შვილის თქმით, მას ჯერი უფრო უყვარდა, ვიდრე თავისი შვილები.
ცხოველი უკვე სარგებლობს მიღებული თანხით–იკვებება კრევეტებით და ოთხ სხვადასხვა საწოლზე სძინავს.

Comments

comments