კარტოფილის და ხახვის სალათა

84
SHARE

ინგრედიენტები: კარტოფილი – 1 კგ. წითელი ხახვი – 1 ცალი, მდოგვი -1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი – 100 მლ. ოხრახუში -20 გრ. ბეკონი -100 გრ. ლიმონი – ½. მარილი -1/2 ჩ/კ მჟავე კიტრი – 4 ცალი.

მომზადების წესი: კარტოფილი მოხარშეთ, ბეკონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და დაბალ ცეცხლზე შეწვით.

მოხარშული კარტოფილი გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით. წითელი ხახვი რგოლებად და შემდეგ მეოთხედებად დეჭრით.

ლიმონი გამოწურეთ, მდოგვი და მარილი, შემდეგ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ ერთმანეთში და სალათს შემწვარ ბეკონთან და დაჭრილ მჟავე კიტრთან ერთად დაუმატეთ.

ბოლოს წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები მოაყარეთ და ამოურიეთ.

FB კომენტარები

კომენტარი